პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა





პედაგოგიური პრაქტიკის      კვლევა


  მშობელთა ჩართულობა
სასწავლო პროცესში

(კვლევის გაგრძელება)





მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ
ქსნის საჯარო სკოლის მათემატიკის  მასწავლებელი

ფატიმა   შოთაევი


2019 წელი









ინტერვენციის დაგეგმვა

ანკეტირების, ფოკუს ჯგუფების გამოკითხვების, ინტერვუირების შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება ინტერვენციის დაგეგმვის  შესახებ. ნებისმიერი განხორციელებული ინტერვენცია უნდა იყოს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში და უნდა იყოს მიმართული მშობელთა მოტივაციის ასამაღლებლდ სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობისათვის.
           

 კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის საფუძველზე, შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის რამდენიმე ვარიანტი
·         საკლასო ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება სადაც აუცილებელი იქნებოდა მოსწავლეთა მშობლების ჩართვა
·         მოსწავლეების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით  ყოველი თვის პირველ ხუთშაბათს საკლასო საათის დაგეგმვა, სადაც მოსწავლე მშობელთან ერთად  ჩაერთვება განსახილველ თემაზე დისკუსიაში.
·         ყოველი პარასკევი გამოცხადდეს მშობლის  დღედ , როცა მშობელი მისთვის მოსახერხებელ დროს მოვა სკოლაში და გაესაუბრება დამრიგებელსა და პედაგოგებს
         
  

ფოკუს-ჯგუფმა და ანონიმურმა ანკეტირებამ შესაძლებლობა მომცა გამეკეთებინა
არსებული მონაცემების ანალიზი, რომლის საფუძველზეც გამოვიტანე დასკვნა:
 კვლევის შედეგად გამოიკვეთა, მიზეზი საბაზო საფეხურზე მყოფი მოსწავლეების მშობლების, პასიურობისა და დაქვეითებული ინტერესისა შვილების სასკოლო ცხოვრებისადმი,არის:
·         მშობლების გადატვირთული დღის რეჟმი
·         ისინი შეჩვეულები იყვნენ, რომ პედაგოგი იყო ინიციატორი მათი შეხვედრებისა.
ვფიქრობ რომ ძირითადი მიზეზი პრობლემისა დადგინდა და ზემოთ აღნიშნული  ინტრევენციების განხორციელება ამ პრობლემის გადაჭრაში დამეხმარება.
ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ჩამოვაყალიბე ჩემი მიზნები:
მოქმედების სტრატეგიების განვითარება: გავესაუბრე კოლეგებს, ყურადღებით
მოვისმინე მათი პროფესიული რჩევები. მოცემულობიდან გამომდინარე,
გადავწყვიტე განმეხორციელებინა ინტრევენციები.

 პირველი ინტერვეცია.

ლებს შევთავაზე  სხვადასხვა სირთულის სიტუაციური
ამოცანები. ჩემი მიზანი იყო, კვლევის საწყის ეტაპზე, მლები, რომლებსაც
სუსტად ქონდათ განვითარებული კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარ-
ჩვევები, მომემზადებინა შეძლებისდაგვარად თანამშრომლობისათვის.სიტუაციური ამოცანა დისკუსიის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ეფექტურად უწყობს ხელს,
 ინდივიდუალურ და თანამშრომლობით უნარების განვითარებას, სწორედ ამიტომ დასაწყისისთვის მართებულად მივიჩნიე მისი გამოყენება.
 ეს სტრატეგია მოითხოვდა მლებისაგან დიალოგს, საკუთარი აზრების დაფიქსირებას, სხვადასხვა ვერსიებისა და გზების მოფიქრებას პრობლემის გადასაჭრელად.
არკვეული პერიოდის შემდეგ აშკარა გახდა, რომ მლებმა დაიწყეს თანამშრომლობა,საკუთარი აზრების გამოხატვა, ნელ-ნელა მაგრამ მაინც, ამჟღავნებდნენ თავდაჯერებულობას, ყურადღებით უსმენდნენ და ითვალისწინებდნენ ერთმანეთის აზრებს. ისინი უკვე ცდილობდნენ დაეცვათ საკუთარი პოზიციები.
მე,ჩემს მხრივ კიდევ ერთხელ შევახსენე მშობლებს,რაოდენ დიდ გავლენას ახდენს მშობელთა ჩართულობა მოსწავლის სწავლის ხარისხზე და ქცევის წესებზე.
ამრიგად, ჩემი მოლოდინები ამ ინტერვენციის შედეგად იყო ის, რომ
დამეძლია მშობელთა მხრიდან კომუნიკაციის დეფიციტი სკოლასთან.მშობელთა მხრიდანაც იგრძნობოდა ამ მხრივ მზაობა.კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით  მშობლებთან  შეთანხმებით გადავწვიტეთ დაგვენერგა აქტივობა სახელწოდებით: „ზარი დამრიგებელთან“---რაც მდგომარეობს შემდეგში:კვირის ბოლოს მშობელი რეკავს დამრიგებელთან,რომლისგანაც ღებულობს ინფორმაციას მისი შვილის აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის შესახებ მთელი კვირის მანძილზე. ამის შემდგომ მშობელი ანხორციელებს მე-2 ზარს შემდგომი კვირის დასაწყისში უშუალოდ საგნის პედაგოგთან და ღებულობს გადაწყვეტილებას  მასთან ერთად შვილის  აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად.
ვფიქრობ,ასეთი კომუნიკაცია საშუალებას მისცემს მშობელს დროულად მოახდინოს რეაგირება პრობლემის (ასეთის არსებობისშემთხვევაში)მოგვარებაზე.

მეორე ინტერვეცია.

რადგანაც, ჩემი კვლევის მიზანი ბელეთა  კომუნიკაციისა და თანამშრომლობის
უნარების განვითარებაა, გადავწყვიტე მეორე ინტერვენცის განხორციელებისას
გამომეყენებინა მბელეთა კოლაბორაციული ინტერაქცია. ამ დროს
მასწავლებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად ერთადერთი გზა
შვილებთან  თანამშრომლობაა. რადგან კვლევის ანალიზისას გამოიკვეთა ერთ-ერთი
უმთავრესი პრობლემა: მშობელთა უმრავლესობა აღიარებდა,რომ მათ დიდი სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ შვილის განათლებაში, უფრო დიდ ყურადღება  დაუთოს ბავშვის სოციალური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარების საჭიროებებს, მაგრამ მათ არ აქვთ საჭირო გამოცდილება და უნარ-ჩვევები საამისოდ.მშობლებს შევთავაზე ეზრუნათ შვილების ინტელექტუალურ განვითარებაზე და მონაწილეობა მიეღოთ პროექტში: „კვირის აქტუალური თემა“. პროექტი ითვალისწინებდა შემდეგს: მშობლებს შვილებთან ერთად უნდა მოეძიათ საინტერესო და აქტუალური ინფორმაცია კვირის განმავლობაში და მოსწავლეს უნდა წარედგინა ამ საკითხზე პრეზენტაცია კლასისათვის.

აღნიშნულ ინტერვენციას პერიოდულად ვახორციელებდი დაახლოებით ერთი
თვის განმავლობაში.მშობლებიც და შვილებიც აქტიურობდნენ საპრეზენტაციო მასალის მოძიებისას. ჩემთან კონსულტაციის შემდგომ ზოგიერთი მშობელი მეტად გააქტიურდა.იგრძნეს რა მხარდაჭერა სკოლისაგან,სამუშაო უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა.მომმართავდნენ სხვადასხვა კითხვებით.ყველაზე მეტად აღელვებდათ შერჩეული თემის პრეზენტაციის ფორმები.მოვიძიე საჭირო მასალა,აგრეთვე პრეზენტაციისთვის საჭირო კრიტერიუმები და გავაცანი მშობლებს.მათაც ეს ყოველივე გაითვალისწინეს და გაამზადეს მათ მიერ შვილებთან ერთად შერჩეული საკითხი საპრეზენტაციოდ.დავნიშნეთ პრეზენტაციის დღე.ღონისძიება გამოვიდა მეტად საინტერესო.მშობლები და შვილები საკმაოდ მრავალფეროვანი საკითხებით წარსდგნენ დამსწრეების წინაშე.მართალია ყველა მშობელმა ვერ შესძლო პროექტში მონაწილეობა სხვადასხვა მიზეზების გამო.
მთავარი ჩემი მიზანი ამ ეტაპზე იყო ის, რომ მლებს გასჩენოდათ
საკუთარი თავის რწმენა, დაეძლიათ გაუბედაობა და თამამად გამოეთქვათ
საკუთარი აზრები.  ემოციურად ნაკლებად დაძაბულები ყოფილიყვნენ.
გამოვხატავდი პატივისცემას მათი მოსაზრებების მიმართ. ამით ვცდილობდი
საკუთარი ქცევებით მაგალითი მიმეცა ჩემი მოსწავლეებისათვის და მათი მშობლებისათვის.


ამ უნარ-ჩვევების განმტკიცების შედეგად მლები სრულყოფილად
შეძლებენ კომუნიკაციას და თანამშრომლობას საკლასო გარემოში, სკოლაში
და სკოლის გარეთ შვილებთან.
ვფიქრობ,ამ აქტივობამ ხელი შეუწყო მშობელთა მოტივაციის გაზრდას სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობისათვის.



მესამე  ინტერვეცია.

  ჩემს მიერ გამოყენებული სტრატეგიები მორგებული უნდა იყოს საკოლო საზოგადოებაზე.ამაში უპირველესად ვგულისხმობ ჩვენს სკოლაში არსებულ სიტუაციას: სკოლაში ბევრი აზერბაიჯანელი მოსწავლეა.ჩემს კლასში 42% აზერბაიჯანელია.მათი უმრავლესობის მშობლები ადრეულ ასაკში არიან დაოჯახებულები,ამდენად არა აქვთ მიღებული არამც თუ უმაღლესი,არამედ სრული საშუალო განათლებაც კი,რაც თავისთავად გულისხმობს,რომ ისინი ნაკლებ გათვითცნობიერებულები არიან სწავლა-აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებში.ამას ემატება ისიც, რომ უმრავლესობას უჭირს ქართულად მეტყველება.
მნიშვნელოვანია საჭირო მასალების მომზადება არაქართულენოვან მშობლებისათვის მათთვის გასაგებ ენაზე, რათა მათ ხელმისაწვდომი ფორმით მიიღონ ყველა ინფორმაცია.ამ პრობლემის მოსაგვარებლად თავად მოსწავლეები ჩავრთე:რამდენიმე აზერბაიჯანელ მოსწავლეს,რომლებიც ქართულად კარგად მეტყველებენ და ნათქვამსაც კარგად გებულობენ და იაზრებენ, მივეცი დავალება საჭიროების დროს დამხმარებოდნენ და მშობლებისათვის აზერბაიჯანულად ეთარგმნათ საჭირო ინფორმაცია. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ აზერბაიჯანელ მოსწავლეთა უმრავლესობა მეზობელი სოფლიდან დადის სკოლაში,რაც კიდევ დამატებითი დაბრკოლებაა  მათი მშობლების სკოლაში ვიზიტებისათვის. ამ   პრობლემის მოსაგვარებლად დახმარება ვთხოვე   იქ მცხოვრებ ერთ-ერთ აქტიურ მშობელს,რომელმაც კარგად იცის ქართული ენა.მასთან მუდმივი სატელეფონო კონტაქტი გამოვიყენე დანარჩენი მშობლების ინფორმირებისათვის. გარდა ამისა მშობლებთან  შეხვედრებს ვმართავდი სხვადასხვა დროს, რომ ყველა მშობელს მიეცემოდა  დასწრების საშუალება.
ღნიშნული ინტევენცია დამეხმარება განსხვავებული კულტურული გარემოდან გამოსული მოსწავლეები უფრო წარმატებულები იყვნენ, როდესაც მშობლები და მასწავლებლები ერთობლივად ცდილობენ ოჯახსა და სკოლაში არსებული კულტურული განსხვავებულობების ურთიერთშეთანხმებას.
მეოთხე  ინტერვეცია.

კლასში  მშობელთა  ჩართულობისათვის საჭირო პოზიტიური გარემოს შესაქმნელად თავად მშობელთა მოსაზრებები გავითვალისწინე. ერთობლივად გადავწყვიტეთ კლასში  შეგვექმნა მშობელთა  კუთხე: სტენდი,სადაც პერიოდული მონაცვლეობით განთავსდებოდა მშობელთა და მოსწავლეთა აქტივობების ამსახველი მასალები, საჭირო ინსტრუქციები დაგეგმილი  თუ დასაგეგმი აქტივობების და ღონისძიებების შესახებ.განსაკუთრებული მოთხოვნა იყო ჩემი მხრიდან მშობლებს  მოეწოდებინათ  ფოტოები შვილებთან   ერთად გადაღებული სხვადასხვა გარემოში.

მათთან  ერთად  დაგეგმილი აქტივობები  უფრო მეტ პასუხისმგებლობას აგრძნობინებს  მშობლებს.მეტად პოზიტიურად განაწყობ  სკოლისადმი.თავის მხრივ ამ  აქტივობით მე დავანახე ჩემი კეთილგანწყობა. ვფიქრობ  მათი ნდობის მოპოვება ასე უფრო გაგვიადვილდება, რაც ხელს  შეუწყობს სკოლასთან დაახლოებას.



მოსწავლის წარმატება სკოლისა და ოჯახის საერთო ინტერესია, სწავლის პროცესში მშობელს პარტნიორად მიჩნევ. ამ პარტნიორობის გაძლიერების მიზნით კონკრეტულ გზებს განსაზღვრავთ.მშობელთა ჩართულობის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის სამი გზა არსებობს. 1) კომუნიკაციისგაუმჯობესება, 2) მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ სკოლის პერსონალისა და ოჯახის ცნობიერების ამაღლება, და 3) პერსონალიზაცია.
  გარდა ამისა      სკოლასა და ოჯახს შორის ორმხრივი, რეგულარული კომუნიკაცია ბავშვის განვითარების ერთერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია.
სკოლაში მშობლებთან და მოსწავლეებთან კომუნიკაციის ისეთი საშუალებებია შემუშავებული,როგორიცაა: საინფორმაციო ბიულეტენები, საინფორმაციო დაფა,ვესტიბიულში განთავსებულია საევაკუაციო გეგმა, სკოლაში ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი ფოტოები, წარჩინებულ მოსწავლეთა  სტენდი, კათედრების მიერ გამზადებული კედლის გაზეთები,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი,  მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, გაკვეთილების ცხრილი.  ყოველივე ამით სკოლა აწვდის ინფორმაციას სასკოლო საზოგადოებას სასკოლო ცხოვრებაზე,სკოლაში მიმდინარე პროცესებზე, რაც  თავის მხრივ ხელს უწყობს სკოლისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას მშობელთა მხრიდან.


კვლევის ანალიზი
კვლევის დასაწყისში  გაჩნდა  გარკვეული ჰიპოტეზები , რომლებიც სრულად დადასტურდა კვლევის მიმდინარეობის პროცესში და მისი დასრულების შემდგომ.
როგორც ღვნიშნე  აქტუალურია მშობელსა და სკოლას შორის არსრულყოფილი და არაეფექტური კომუნიკაცია.           ეს პრობლემა როგორც კლასის ხელმძღვანლის , ჩემს წინაშეც წაროიშვა ამიტომ გადავწყვიტე აღნიშნული კვლევის ჩატარება ჩემს სადამრიგებლო  IX კლასში.დაწყებითი კლასის პედაგოგთან საუბრისას აღმოჩნდა რომ როგორც წესი მშობლები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები შვილების სასკოლო ცხოვრებაში, უფრო ხშირად ინტერესდებოდნენ, როგორც მათი აკადემიური მოსწრებით ასევე დისციპლინით,თუმცა  საბაზო საფეხურზე გადასვლისას მხოლოდ მშობლების მცირე ნაწილი ინარჩუნებს ჩვეულ ყურადღებასა და ინტერესს.
სასკოლო და სახლის პირობებში მშობელთა ჩართულობასა და სკოლასთან აქტიურ კომუნიკაციას ძალიან დიდი გავლენა აქვს როგორც მოსწავლის სწავლის ხარისხზე, ასევე - სკოლის ავტორიტეტზე. თუმცა, მხოლოდ ერთი მხარის დაინტერესება არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია, რომ როგორც მშობელი, ასევე - სკოლაც თანაბრად იყოს დაინტერესებული ბავშვის განვითარებაში და მუდმივად ზრუნავდეს ჩართულობის გაუმჯობსებაზე, რათა შეძლოს მოსწავლეს შეუქმნას  სწავლისათვის შესაფერისი პირობები, როგორც სახლში, ასევე - სკოლაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩართულობა დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეზე, როგორც სასკოლო ასაკში, ასევე - მომავლი საქმიანობის პროცესში.
პრაქტიკული კვლევის განხორციელების პროცესში საკითხიოს შესწავლის მიზნით, განხორციელდა სამი ფოკუს ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.
ჩემს მიერ  ჩატარებული კვლევისას დაცული იქნა ეთიკის ნორმები:
1)  ჩემს მიერ განხორციელებული ინტერვენციები კვლევის პროცესში ჩართული  სამიზნე ჯგუფისთვის არ შეიცავდა არანაირ რისკს.
 2)  კვლევაში ჩართული მოსწავლეები და მათი მშობლები ინფორმირებულები  იყვნენ ჩვენი მიზნებისა და საქმიანობის შესახებ.
3)  პირადი მონაცემები იქნება მხოლოდ ზოგადი დასკვნების ფორმატში გაანალიზებული და არ დაექვემდებარება ინდივიდუალურ გამოქვეყნებას.





შედეგების თანმიმდევრობა ასეთია:

1)    კვლევის დასაწყისშივე, კითხვარი 1-ის შევსების შემდგომ,შევამჩნიე,რომ მშობლებმა შედარებით მეტი ინტენსივობით დაიწყეს სატელეფონო ზარების განხორციელება ჩემთან, როგორც კლასის დამრიგებელთან.ასევე მათი შეკითხვები მხოლოდ ნიშნებს და დისციპლინას აღარ შეეხებოდა.მაგალითად იყო ასეთი შეკითხვაც: რატომ შეიცვალა გაკვეთილების ცხრილი? ამან მიმანიშნა, რომ მშობლები ჩაუფიქრდნენ თავიაანთ დამოკიდებულებას სასკოლო ცხოვრებისადმი.ეს ჩემთვის  იყო კიდევ უფრო მეტი სტიმულატორი კვლევის გასაგრძელებლად მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის გზების საძიებლად.

2) „კომუნიკაციის რომელ ფორმას ანიჭებთ უპირატესობას?“ პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა:

1)    სმს შეტყობინება---23 %
2)    სატელეფონო ზარი----41 %
3)    პირისპირ შეხვედრა---   25 %
4)    სკოლის ვებ-გვერდი---11 %
თავდაპირველად კომუნიკაციის ფორმები უპირატესობების მიხედვით ასე  გადანაწილდა,მაგრამ პირველივე ინტრტვენციის შემდგომ, პედაგოგებთან პირისპირ შეხვედრის მსურველ მშობელთა რაოდენობა 35%-მდე  გაიზარდა.თუმცა სმს შეტყობინება და სატელეფონო ზარი მაინც ლიდერობენ პედაგოგებთან კომუნიკაციაში.
შეგახსენებთ: პირველი ინტერვენციის დროს კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით  მშობლებთან  შეთანხმებით გადავწვიტეთ დაგვენერგა აქტივობა სახელწოდებით: „ზარი დამრიგებელთან“---რაც მდგომარეობს შემდეგში:კვირის ბოლოს მშობელი რეკავს დამრიგებელთან,რომლისგანაც ღებულობს ინფორმაციას მისი შვილის აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის შესახებ მთელი კვირის მანძილზე. ამის შემდგომ მშობელი ანხორციელებს მე-2 ზარს შემდგომი კვირის დასაწყისში უშუალოდ საგნის პედაგოგთან და ღებულობს გადაწყვეტილებას  მასთან ერთად შვილის  აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად.
ვფიქრობ,ასეთი კომუნიკაცია საშუალებას მისცემს მშობელს დროულად მოახდინოს რეაგირება პრობლემის (ასეთის არსებობისშემთხვევაში)მოგვარებაზე.

3)  ხოლო პასუხი კითხვაზე:
რა სახით ხათ ჩართული სასკოლო ცხოვრებაში?----60% -მა დაასახელა დამრიგებელთნ სატელეფონო საუბარი ან სმს შეტყობინება და სხვა მშობლებთან საუბარი სკოლის შესახებ. 40 %-ს პასუხისაგან თავი შეიკავა.

ხოლო პასუხი კითხვაზე:
რატომ  არ ხართ აქტიურად  ჩართული სასკოლო ცხოვრებაში?----
იყო ერთგვაროვანი: სამსახურის გამო.
ასეთი მდგომარეობა იყო კვლევის დასაწყისში მშობელთა ჩართულობის თვალსაზრისით.როგორც ხედავთ არც თუ ისე სახარბიელო სურათია.თუმცა მარტო დროის სიმცირე   არ იყო პრობლემა...მშობლებთან გასაუბრებისას და კვლევის ანალიზისას გამოიკვეთა ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა: მშობელთა უმრავლესობა აღიარებდა,რომ მათ დიდი სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ შვილის განათლებაში, უფრო დიდ ყურადღება  დაუთოს ბავშვის სოციალური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარების საჭიროებებს, მაგრამ მათ არ აქვთ საჭირო გამოცდილება და უნარ-ჩვევები საამისოდ.მშობლებს შევთავაზე ეზრუნათ შვილების ინტელექტუალურ განვითარებაზე და მონაწილეობა მიეღოთ პროექტში: „კვირის აქტუალური თემა“. ამ  მეორე ინტერვენციას ვანხორციელებდი ერთი თვის განმავლობაში.
რაც შეეხება დროის სიმცირეს,გადაწყვიტე მშობლებს შევხვედროდი სხვადასხვა დროს, მათთვის მოხერხებულ დროის მონაკვეთში კონკრეტულად პროექტზე სასაუბროდ და საჭირო რჩევების მისაღებად.
აღნიშნულ ინტერვენციას პერიოდულად ვახორციელებდი დაახლოებით ერთი
თვის განმავლობაში.მშობლებიც და შვილებიც აქტიურობდნენ საპრეზენტაციო მასალის მოძიებისას. ჩემთან კონსულტაციის შემდგომ ზოგიერთი მშობელი მეტად გააქტიურდა.იგრძნეს რა მხარდაჭერა სკოლისაგან,სამუშაო უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა.
ამ აქტივობით მშობლებს უპირველესად გაუჩნდათ სურვილი მხარში დასდგომოდნენ საკუთარ შვილებს პრობლემის თუ  პროექტის გადაწყვეტაში.იგრძნეს პასუხისმგებლობა შვილების ინტელექტუალურ განვითარებაზე.ბევრად მეტმა მშობელმა გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიიღონ სასკოლო ღონისძიებებში.

4)   როგორც ზემოთ აღვნიშნე სკოლაში ბევრი აზერბაიჯანელი მოსწავლეა.ჩემს კლასში 42% აზერბაიჯანელია.მათი უმრავლესობის მშობლები ადრეულ ასაკში არიან დაოჯახებულები,ამდენად არა აქვთ მიღებული არამც თუ უმაღლესი,არამედ სრული საშუალო განათლებაც კი,რაც თავისთავად გულისხმობს,რომ ისინი ნაკლებ გათვითცნობიერებულები არიან სწავლა-აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებში.ამას ემატება ისიც, რომ უმრავლესობას უჭირს ქართულად მეტყველება.
 ასეთ მშობლებთან გარდა ინდივიდუალური შეხვედრებისა და საუბრებისა საკომუნიკაციოდ  ჩავრთე მათივე  შვილები, რათა დრულად ყოფილიყვნენ ინფორმირებული სკოლაში მიმდინარე პროცესებზე.
    აზერბაიჯანელ მოსწავლეთა უმრავლესობა მეზობელი სოფლიდან დადის სკოლაში,რაც კიდევ დამატებითი დაბრკოლებაა  მათი მშობლების სკოლაში ვიზიტებისათვის. ამ პრობლემის გადასაჭრელად ინტენსიურად  ვეკონტაქტები ერთ-ერთი მოსწავლის დედას,რომელიც კარგად ფლობს ქართულ ენას და რომელიც კლასის მშობელთა აქტივის წევრიც არის. მისი დახმარებით ვაწვდი საჭირო ინფორმაციას დანარჩენ მშობლებს.

ღნიშნული ინტერვენცია დამეხმარება განსხვავებული კულტურული გარემოდან გამოსული მოსწავლეები უფრო წარმატებულები იყვნენ, როდესაც მშობლები და მასწავლებლები ერთობლივად ცდილობენ ოჯახსა და სკოლაში არსებული კულტურული განსხვავებულობების ურთიერთშეთანხმებას.
5)კლასში შექმნილმა მშობელთა კუთხემ დიდი მოწონება დაიმსახურა .ეს ინტერვენცია გამოდგა მეტად სასარგებლო მშობელთა ჩართთულობის თვალსაზრისით. 
მათთან  ერთად  დაგეგმილი აქტივობები  უფრო მეტ პასუხისმგებლობას აგრძნობინებს  მშობლებს.მეტად პოზიტიურად განაწყობს  სკოლისადმი.თავის მხრივ ამ  აქტივობით მე დავანახე ჩემი კეთილგანწყობა. ვფიქრობ  მათი ნდობის მოპოვება ასე უფრო გაგვიადვილდება, რაც ხელს  შეუწყობს  მშობლების სკოლასთან დაახლოებას. ამიტომაც  საბოლოო გამოკითხვისას მშობლების და პედაგოგების პასუხი კითხვაზე:

„ არის თუ არა მშობლებს და პედაგოგებს შორის ურთიერთობა პოზიტიური  და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული?“
ა)  დიახ         ბ)  არა         გ)   ნაწილობრივ
დადებითმა პასუხმა 67%-ს მიაღწია.

მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:

    გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა საბაზო საფეხურის პედაგოგებს შორის სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის თვალსაზრისით.
            მასწავლებელთა და მშობელთა ნაწილი არ იცნობს გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელ აუცილებელ ფაქტორებს და ვერ აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკმაოდ დიდი პერიოდი ბავშვის და მომავალი პიროვნების ცხოვრებაში.


დასკვნები  და რეკომენდაციები

კვლევა დამეხმარა:
 გავიზარდ პროფესიული თვალსაზრისით, გავამდიდრ ჩემი პედაგოგიური გამოცდილება და საჭიროების შემთხვევაში გავუზიაროებ ჩემს კოლეგებსაც, მივიღე ეფექტური უკუკავშირი. კვლევის პროცესმა  საინტერესო  და ნაყოფიერ   გახადა  ჩემყოველდღიურ პედაგოგიურ პრაქტიკა, კიდევ უფრო მეტ ცოდნა  და გამოცდილება მივიღე  ლებთან თანამშრომლობისას, დავხვეწ  ლებთან კომუნიკაციის  უნარ-ჩვევებ. აღნიშნული კვლევა წარმატებულს გახდის ჩემს პედაგოგიურ მოღვაწეობას და დამეხმარება გავიდე იმ შედეგებზე რაც გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.
 აღნიშნული კვლევა ჩემი აზრით, მოკრძალებულ წვლილს შეიტანს ჩემი სკოლის სასწავლო პროცესის სრულყოფაშიც. თითოეული მოსწავლის შემობრუნება სასწავლო პროცესის მიმართ, თითოეულ მოსწავლეში ღირსებისა და სრულფასოვნების გრძნობის ჩამოყალიბება,მათი მშობლების  თანამშრომლობითი უნარებით აღჭურვა, ვფიქრობ კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი იქნება იმისათვის, რომ  ჩემმა სკოლამ ღირსეული შევსება აღუზარდოს ქვეყანას.

კვლევაში გამოყენებული მეთოდიკა მიმართული იყო მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლებისკენ,რამაც დადებითი შედეგი გამოიღო. მშობელთა ჩართულობით ერთობლივად დაგეგმილმა აქტივობებმა გაზარდა მშობელთა მოტივაცია შვილების სასკოლო ცხოვრებით დაინტერესების. მშობელთა მხრივ გამოიკვეთა მზაობა: დაეხმაროს საკუთარ შვილს აკადემიური თუ  სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლმის გადაჭრაში;

  კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები,რომელიც დაგვეხმარება მეც და ჩემს კოლეგებსაც სასკოლო ცხოვრების პროცესებში მშობელთა ჩართულობის გაზრდაში.
  კვლევის შედეგების და თვითონ კვლევის გაზიარება კოლეგებთან,დაეხმარება მათ თვითონაც წარმართონ მსგავსი კვლევები საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის,ასევე შეიმუშაონ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნისთვის საჭირო სტრატეგიები:

§  მშობელი ერთ-ერთი მთავარი რესურსია, რომელიც მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.
§  მივიდეთ მშობლებთან რაც შეიძლება ახლოს.
§  მოვიპოვოთ მათგან ინფორმაცია წერილობითი ფორმით.
o   დავგეგმოთ მათთან ერთად აქტივობები (ასე უფრო მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობთ მათგან).
§  არც ერთი აქტივობა არ დავტოვოთ შემაჯამებელირეზენტაციის გარეშე.
§  პრეზენტაცია მათი თანდასწრებით ჩავატაროთ.
§  ზოგჯერ მათვე დავაკისროთ შემფასებლის როლი.
§  დავანახოთ ჩვენი კეთილგანწყობაამით მოვიპოვებთ მათ ნდობას.
§  გავაცნოთ თანამედროვე სკოლის სტანდარტები და მოთხოვნები.
§  ვასწავლოთ, როგორ დაეხმარონ შვილებს.
o   ინტენსიური და მრავალფეროვანი აქტივობების შერჩევა მშობელთა უშუალო მონაწილეობით.
o   .სასწავლო ღონისძიებებისა და ექსკურსიების დაგეგმვა , სადაც გაზრდილი იქნებამშობლის როლი.

o   გავაცნოთ ჩვენს ხელთ არსებული ლიტერატურა მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად. ასე უფრო ადვილად შევძლებთ მათი ჩართულობის გაზრდას და პრობლემების გადაწყვეტას.
ყველაფერი ეს მიგვიყვანს მთავარ მიზანთანამაღლდება ჩვენი მოსწავლეების მშობლების ჩართულობის დონე. მშობელი იგრძნობს, რომ სკოლა ის ადგილია, სადაც მას იღებენ, უსმენენ, მის აზრს ითვალისწინებენ. აღარასოდეს ექნება მიუღებლობის განცდა და ყოველთვის მთელი არსებით ჩაერთვება შვილის განათლებაში.
ჩემი კვლევის გაცნობა კოლეგებისათვის სასარგებლოა იმდენად, რამდენადაც:
მშობელთა ჩართულობა ზრდის კომუნიკაციის ხარისხს მშობლებსა და მასწავლებლებს შორის, რაც ეხმარება პედაგოგს, სისტემატურად იღებდეს ამომწურავ ინფორმაციას ბავშვის შესახებ. მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე სასწავლო პროცესის მორგება კი მასწავლებელს სასურველ შედეგს მისცემს.
რა სირთულეებს შეიძლება წააწყდნენ ჩემი კოლეგები ანალოგიური საკითხით დაინტერესებისას?
გარდატეხის ასაკში  ფიზიკური, ემოციური და სოციალური ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად მოზარდებს  თანაგრძნობა და მხარდაჭერა ესაჭიროებათ. მშობლებსა და შვილებს შორის ახალ ურთიერთობებზე გადასვლის პერიოდი ხშირ  შემთხვევაში უკონფლიქტო სულაც არ არის.მშობლებმა და პედაგოგებმა უნდა შეძლონ ერთობლივი ძალისხმევით  ,რომ ეს პერიოდი იყოს უმტკივნეულო და დაეხმარონ მოზარდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებაში.










დანართი  1
კითხვა
დიახ
არა
ნაწილობრივ
ვიცი ჩემი შვილის გაკვეთილების ცხრილი
პირადად  ვიცნობ მის ყველა პედაგოგს
ვატყობინებ დამრიგებელს ბავშვის სკოლაში არყოფნის მიზეზს
დამრიგებელს ვეკონტაქტები თვეში ერთხელ მაინც
დამრიგებელთნ სატელეფონო კონტაქტის ინიციატორი მე ვარ
მაქვს ზუსტი ინფორმაცია ჩემი შვილის აკადემიურიმოსწრებისა და დისწიპლინის შესახებ
ვიცნობ ჩემი შვილის ყველა თანაკლასელსა და მის უშუალო მეგობრებს სკოლაში

კითხვარი მშობლებისათვის ინტერვენციამდე










დანართი 2

კითხვარი მშობლებისათვის

 „კომუნიკაციის რომელ ფორმას ანიჭებთ უპირატესობას?“

1)    სმს შეტყობინება
2)    სატელეფონო ზარი
3)    პირისპირ შეხვედრა
4)    სკოლის ვებ-გვერდი

დანართი 3

კითხვარი მშობლებისათვის
რამდენად აქტიურად ხართ ჩართული თქვენი შვილის სწავლა-აღზრდაში სახლის პირობებში?
ა)  აქტიურად
ბ) ნაკლებად
გ) დაინტერესებული ვარ
დ) გულგრილები არიან (არ უპასუხეს)

დანართი 4

კითხვარი მშობლებისათვის
„რა ფორმით ხართ ჩართული სასკოლო ცხოვრებაში? „


ა)   ვმონაწილეობ სასკოლო აქტივობებში და ღონისძიებებში
 ბ)  თვალყურს ვადევნებ შვილის  გაკვეთილების მომზადებას
გ)   ვკონტაქტობ სხვა მშობლებთან სკოლის საკითხზე
დ)  რეგულარულად ვესაუბრები პედაგოგებს



დანართი 5


კითხვარი მშობლებს და პედაგოგებს:

„ არის თუ არა მშობლებს და პედაგოგებს შორის ურთიერთობა პოზიტიური  და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული?“
ა)  დიახ         ბ)  არა         გ)   ნაწილობრივ
















დანართი  6
  კვლევის განხორციელების გეგმა    2018-2019   სასწ. წელი
აქტივობები
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
მოსწავლეებზე და მშობლებზე დაკვირვება
ü   




საკვლევი პრობლემის შერჩევა

ü   




პრობლემის იდენტიფიცირება
ü   




კვლევის გეგმის შემუშავება
ü   
ü   



სამიზნე ჯგუფის შექმნა
ü   
ü   



პირველადი მონაცემების შეგროვება მოსწავლეებთან და მშობლებთან

ü   



პირველადი მონაცემების შეგროვება მასწავლებლებთან

ü   



ინტერვენციების განხორციელება

ü   
ü   
ü   

ინტერვენციის შედეგები


ü   
ü   

ანკეტირება



ü  
ü   

მონაცემთა ანალიზი და ინფორმაციის დამუშავება


ü   
ü   

პრეზენტაცია სკოლის პედაგოგებთან  შედეგების განხილვა



ü   

სამომავლო გეგმების შემუშავება და რეკომენდაციები



ü   
ü   


        გამოყენებული ლიტერატურა :

ეროვნული სასწავლო გეგმა  2011-2016;
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები;
სამასწავლებლო ვებ-გვერდი   http://mastsavlebeli.ge/?p=20087
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი
-,,პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება“
 . უზნაძე  - 2003 წელი
ბავშვის ფსიქოლოგია.  თბილისი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია დ.უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი. 
რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში
 სოფიო ლობჟანიძე  „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“ ჟურნალი მასწავლებელი 2005 წ.

დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) -ის ნაშრომი: “აქტივობის კრებული მშობლებისათვის“


მადლობა   კვლევაში   ჩართულ მოსწავლეებს,  მშობლებს,  ჩემს   კოლეგა  პედაგოგებს   გაწეული დახმარებისათვის.
ფატიმა შოთაევი


































პრაქტიკის კვლევის რეფლექსია

     სასკოლო და სახლის პირობებში მშობელთა ჩართულობასა და სკოლასთან აქტიურ კომუნიკაციას ძალიან დიდი გავლენა აქვს როგორც მოსწავლის სწავლის ხარისხზე, ასევე - სკოლის ავტორიტეტზე. თუმცა, მხოლოდ ერთი მხარის დაინტერესება არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია, რომ როგორც მშობელი, ასევე - სკოლაც თანაბრად იყოს დაინტერესებული ბავშვის განვითარებაში და მუდმივად ზრუნავდეს ჩართულობის გაუმჯობსებაზე, რათა შეძლოს მოსწავლეს შეუქმნას  სწავლისათვის შესაფერისი პირობები, როგორც სახლში, ასევე - სკოლაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მშობლის (მშობლების) ჩართულობა დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეზე, როგორც სასკოლო ასაკში, ასევე - მომავლი საქმიანობის პროცესში.
    აქტუალურია მშობელსა და სკოლას შორის არსრულყოფილი და არაეფექტური კომუნიკაცია.           ეს პრობლემა როგორც კლასის ხელმძღვანლის , ჩემს წინაშეც წაროიშვა ამიტომ გადავწყვიტე აღნიშნული კვლევის ჩატარება ჩემს სადამრიგებლო  IX კლასში.
კვლევის დაწყებამდე გავეცანი სათანადო ლიტერატურას, რაც ძალიან დამეხმარა კვლევის წარმართვაში.
დაწყებითი კლასის პედაგოგთან საუბრისას აღმოჩნდა რომ როგორც წესი მშობლები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები შვილების სასკოლო ცხოვრებაში, უფრო ხშირად ინტერესდებოდნენ, როგორც მათი აკადემიური მოსწრებით ასევე დისციპლინით,თუმცა  საბაზო საფეხურზე გადასვლისას მხოლოდ მშობლების მცირე ნაწილი ინარჩუნებს ჩვეულ ყურადღებასა და ინტერესს. კლასის ძირითად ნაწილთან კონტაქტი მაქვს მხოლოდ ტელეფონით და მხოლოდ ჩემი ინიციატივით.
აქედან გამომდინარე ჩამოყალიბდა კვლევის მთვარი კითხვა: რა არის მიზეზი საბაზო საფეხურზე მყოფი მოსწავლეების მშობლების, პასიურობისა და დაქვეითებული ინტერესისა შვილების სასკოლო ცხოვრებისადმი.
          კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემების მიზეზების დადგენაში დამეხმარა  ანკეტირება,ფოკუს ჯგუფების გამოკითხვა და ინტერვიუები მოსწავლეებში,მშობლებსა და პედაგოგებში.

    ანკეტირების, ფოკუს ჯგუფების გამოკითხვების, ინტერვიურების შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება ინტერვენციების დაგეგმვის  შესახებ. (თითოეული ინტერვენცია კვლევაში მაქვს დაწვრილებით აღწერილი) ნებისმიერი განხორციელებული ინტერვენცია უნდა იყოს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში და უნდა იყოს მიმართული მშობელთა მოტივაციის ასამაღლებლდ სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობისათვის.
პირველი ინტერვენციის შედეგად:  
კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით  მშობლებთან  შეთანხმებით გადავწვიტეთ დაგვენერგა აქტივობა სახელწოდებით: „ზარი დამრიგებელთან“. კომუნიკაციის ეს ფორმა  საშუალებას მისცემს მშობელს დროულად მოახდინოს რეაგირება შვილის  პრობლემის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოგვარებაზე.
    მეორე ინტერვენცია  იყო პროექტი : „კვირის აქტუალური თემა“. პროექტი ითვალისწინებდა შემდეგს: მშობლებს შვილებთან ერთად უნდა მოეძიათ საინტერესო და აქტუალური ინფორმაცია კვირის განმავლობაში და მოსწავლეს უნდა წარედგინა ამ საკითხზე პრეზენტაცია კლასისათვის.
ამ უნარ-ჩვევების განმტკიცების შედეგად მლები სრულყოფილად
შეძლებენ კომუნიკაციას და თანამშრომლობას საკლასო გარემოში, სკოლაში
და სკოლის გარეთ შვილებთან.
ვფიქრობ,ამ აქტივობამ ხელი შეუწყო მშობელთა მოტივაციის გაზრდას სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობისათვის.

    ჩემს მიერ გამოყენებული სტრატეგიები მორგებული უნდა ყოფილიყო სასკოლო საზოგადოებაზე.ამაში უპირველესად ვგულისხმობ ჩვენს სკოლაში არსებულ სიტუაციას: სკოლაში ბევრი აზერბაიჯანელი მოსწავლეა.ჩემს სადამრიგებლო კლასში 42% აზერბაიჯანელია.
მესმე ინტევენცია დამეხმარება განსხვავებული  კულტურული გარემოდან გამოსული მოსწავლეები უფრო წარმატებულები იყვნენ, როდესაც  მშობლები და მასწავლებლები ერთობლივად ცდილობენ ოჯახსა და სკოლაში არსებული კულტურული განსხვავებულობების ურთიერთშეთანხმებას.
    რაც შეეხება მეოთხე ინტერვენციას, ერთობლივად გადავწყვიტეთ კლასში  შეგვექმნა მშობელთა  კუთხე.შობლებთან   ერთად  დაგეგმილი აქტივობები   უფრო მეტ პასუხისმგებლობას  აგრძნობინებს  მშობლებს.მეტად პოზიტიურად განაწყობს  სკოლისადმი.თავის მხრივ ამ  აქტივობით მე დავანახე ჩემი კეთილგანწყობა. ვფიქრობ  მათი ნდობის მოპოვება ასე უფრო გაგვიადვილდება, რაც ხელს  შეუწყობს სკოლასთან დაახლოებას.
გარდა ამისა სკოლაში მშობლებთან და მოსწავლეებთან კომუნიკაციის ისეთი საშუალებებია შემუშავებული,როგორიცაა: საინფორმაციო ბიულეტენები, საინფორმაციო დაფა, ვესტიბიულში განთავსებულია საევაკუაციო გეგმა, სკოლაში ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი ფოტოები, წარჩინებულ მოსწავლეთა  სტენდი, კათედრების მიერ გამზადებული კედლის გაზეთები,მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი,  მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, გაკვეთილების ცხრილი.  ყოველივე ამით სკოლა აწვდის ინფორმაციას სასკოლო საზოგადოებას სასკოლო ცხოვრებაზე,სკოლაში მიმდინარე პროცესებზე, რაც  თავის მხრივ ხელს უწყობს სკოლისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას მშობელთა მხრიდან.
ჩემს მიერ  ჩატარებული კვლევისას დაცული იქნა ეთიკის ნორმები:
1)  ჩემს მიერ განხორციელებული ინტერვენციები კვლევის პროცესში ჩართული  სამიზნე ჯგუფისთვის არ შეიცავდა არანაირ რისკს.
 2)  კვლევაში ჩართული მოსწავლეები და მათი მშობლები ინფორმირებულები  იყვნენ ჩვენი მიზნებისა და საქმიანობის შესახებ.
3)  პირადი მონაცემები იქნება მხოლოდ ზოგადი დასკვნების ფორმატში გაანალიზებული და არ დაექვემდებარება ინდივიდუალურ გამოქვეყნებას.


   აღნიშნული კვლევის ანგარიში წარვდგინე  საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრაზე ჩემს კოლეგებს პრეზენტაციის სახით. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრები. პრეზენტაცია ჩატარდა მიღებული გამოცდილების გაზიარების, ასევე კოლეგების მხრიდან უკუკავშირის მიღების მიზნით.
კოლეგებს   წარვუდგინე  შედეგები  , სადაც ნათლად   ჩანდა   მშობლებისა  და მასწავლებელთა    დამოკიდებულება სკოლასა და ოჯახს შორის ორმხრივი, რეგულარული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, როგორც ბავშვის განვითარების ერთერთი მთავარ ხელშემწყობ ფაქტორზე.
    კვლევისას ინტერვენციამდე გაირკვა ,რომ მშობელთა და პედაგოგთა ნაწილი ნაკლებად იყო დაინტერესებული მშობელთა ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში.ხოლო ინტერვენციის შემდგომ გაიზარდა მათი დაინტერესება საკითხისადმი.პირველივე ინტრტვენციის შემდგომ, პედაგოგებთან პირისპირ შეხვედრის მსურველ მშობელთა რაოდენობა 35%-მდე  გაიზარდა.რაც შეეხება დროის სიმცირეს,გადაწყვიტე მშობლებს შევხვედროდი სხვადასხვა დროს, მათთვის მოხერხებულ დროის მონაკვეთში.
მშობლებთან ერთად დაგეგმილმა აქტივობებმა ხელი შეუწყო  მშობლების სკოლასთან დაახლოებას. ამიტომაც  საბოლოო გამოკითხვისას მშობლების და პედაგოგების პასუხი კითხვაზე:

„ არის თუ არა მშობლებს და პედაგოგებს შორის ურთიერთობა პოზიტიური  და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული?“
ა)  დიახ         ბ)  არა         გ)   ნაწილობრივ
დადებითმა პასუხმა 67%-ს მიაღწია.
კოლეგებმა გაიზიარეს კვლევის შედეგები.
   წარმოდგენილი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა დადებითად იქნა შეფასებული. კოლეგებმა ერთხმად აღნიშნეს, როკათედრა ყოველთვის გვერდით დაუდგება თითოეული პედაგოგის ნებისმიერ ინიციატივას, გაწეულ შრომას, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნასა და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნებისა და შედეგების მიღწევას.
კვლევის პროცესმა  საინტერესო  და ნაყოფიერ   გახადა  ჩემყოველდღიურ  პედაგოგიურ  პრაქტიკა, კიდევ უფრო მეტ ცოდნა  და გამოცდილება მივიღე  ლებთან თანამშრომლობისას, დავხვეწ  ლებთან კომუნიკაციის  უნარ-ჩვევებ. აღნიშნული კვლევა წარმატებულს გახდის ჩემს პედაგოგიურ მოღვაწეობას და დამეხმარება გავიდე იმ შედეგებზე რაც გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.
ჩემი კვლევის ნაკლად მიმაჩნია ის, რომ კვლევა ჩატარდა მხოლოდ ერთ კლასში, არადა პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე ვფიქრობ მინიმუმ საბაზო  საფეხურზე მაინც უნდა განხორციელებულიყო, რათა მოგვცემოდა პრობლემაზე  უფრო მასშტაბურად დაკვირვებისა და ღრმა ანალიზის საშუალება.

მშობელთა ჩართულობით ერთობლივად დაგეგმილმა აქტივობებმა გაზარდა მშობელთა მოტივაცია შვილების სასკოლო ცხოვრებით დაინტერესების. მშობელთა მხრივ გამოიკვეთა მზაობა: დაეხმაროს საკუთარ შვილს აკადემიური თუ  სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლმის გადაჭრაში;

  კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები,რომელიც დაგვეხმარება მეც და ჩემს კოლეგებსაც სასკოლო ცხოვრების პროცესებში მშობელთა ჩართულობის გაზრდაში.

მადლობას მოგახსენებთ ჩემი კვლევის ანგარიშის გაცნობისათვის.
პატივისცემით   ფატიმა შოთაევი
2018-2019  სასწ.წელი







No comments:

Post a Comment