პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა





პედაგოგიური პრაქტიკის      კვლევა


  მშობელთა ჩართულობა
სასწავლო პროცესში





მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ
ქსნის საჯარო სკოლის მათემატიკის  მასწავლებელი

ფატიმა   შოთაევი


2019 წელი









სარჩევი:

 შესავალი.....................................................................      გვ  3
1.            საკვლევი საკითხის განსაზღვრა და
მისი აქტუალობა.......................................................გვ 4
2.            კვლევის მიზანი და ამოცანები............................. გვ  4
3.            ლიტერატურის მიმოხილვა...............................   გვ  5
4.            საკვლევი საკითხების შესაბამისობა კვლევის მიზნებთან................................................................  გვ 8
5.            კვლევის მეთოდოლოგია....................................   გვ 12
6.            ინტერვენცია--------------------------------------   - გვ 22
7.            კვლევის ანალიზი..............................................     გვ 26
8.              დასკვნა ----------------------------------------------გვ  29
9.            რეკომენდაციები...................................................  გვ 30
10.         დანართი  ..............................................................    გვ 32
11.         ბიბლიოგრაფია....................................................... გვ 34
12.         რეფლექსია ................................................................. გვ 36






შესავალი

    დღეს არსებული მდგომარეობით მშობლების უმეტესობა დასაქმებულია, რაც უარყოფითად აისახება მათი ჩართულობის მაჩვენებელზე შვილების სასკოლო ცხოვრებაში. სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა მშობლებლს იმდენ საზრუნავს უჩენს, რომ მათ დრო აღარ რჩებათ ინტერესი გამოიჩინონ შვილების აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის მიმართ, რაც პირდაპირ აისახება მოსწავლეთა სწავლის ხარისხსა და ქცევაზე. აღნიშნული, ასევე, იწვევს სკოლის მხრიდან უკმაყოფილებას, თუმცა, არც სკოლა აქტიურობს მშობლების მხრიდან ჩართულობის გასაუმჯობესებლად. არ ხდება მშობლების დროული ინფორმირება შვილის პრობლემებისა და მიღწევების შესახებ, სისტემატურად არ ტარდება სასკოლო ღონისძიებები, რაც მშობელთა ჩართვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა. ამასთან, სკოლა არ აწვდის მშობელს ინფორმაციას მოსწავლის მიერ ცოდნის ათვისების სირთულეების შესახებ, შესაბამისად, მშობლის მხრიდან დროულად ვერ ხდება რეაგირება, აღნიშნულის გამო პრობლემა, ხშირ შემთხვევაში, გადაუჭრელი რჩება, ხოლო უკეთეს შემთხვევაში კი, მისი გადაჭრა დაგვიანებულია.
სასკოლო და სახლის პირობებში მშობელთა ჩართულობასა და სკოლასთან აქტიურ კომუნიკაციას ძალიან დიდი გავლენა აქვს როგორც მოსწავლის სწავლის ხარისხზე, ასევე - სკოლის ავტორიტეტზე. თუმცა, მხოლოდ ერთი მხარის დაინტერესება არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია, რომ როგორც მშობელი, ასევე - სკოლაც თანაბრად იყოს დაინტერესებული ბავშვის განვითარებაში და მუდმივად ზრუნავდეს ჩართულობის გაუმჯობსებაზე, რათა შეძლოს მოსწავლეს შეუქმნას  სწავლისათვის შესაფერისი პირობები, როგორც სახლში, ასევე - სკოლაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მშობლი (მშობლების)  ჩართულობა დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეზე, როგორც სასკოლო ასაკში, ასევე - მომავლი საქმიანობის პროცესში.






საკვლევი საკითხის განსაზღვრა და მისი აქტუალობა
პედაგოგიურ კვლევას ვაწარმოებდი ქსნის საჯარო სკოლაში.ვარ მათემატიკის მასწავლებელი.სამიზნე ჯგუფად ავირჩიე ჩემი სადამრიგებლო IX კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები. საკვლევ საკითხად ავირჩიე თემა:“მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და მისი  მნიშვნელობა.“აღნიშნული კვლევა განაპირობა მისმა აქტულობამ თანამედროვე სკოლის ცხოვრებაში.
 ძირითადარგუმენტებ მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ:
§     მშობლები ბავშვის პირველი მასწავლებლები არიან; ამასთანავე, ისინი ყველაზე უკეთ იცნობენ ბავშვებს, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, გვეხმარებიან უკეთ გავიცნოთ ბავშვის უშუალო სოციალური და კულტურული გარემო, მისი ტემპერამენტი და პიროვნული  მახასიათებლები.
§     ბავშვები ცხოვრობენ რამდენიმე პარალელურ სივრცეშიოჯახში, თემში, სკოლამდელ  დაწესებულებაში /სკოლაში. მშობელთა ჩართულობა უზრუნველყოფს ამ სივრცეების ერთიან იბრტყეში მოქცევას, ისე რომ ბავშვებს არ გაუჭირდეთ ერთი გარემოდან მეორეში გადასვლა, სხვადასხვასივრცესაერთიანდებდეს საერთო ღირებულებები და ბავშვების მიმართ არსებული მოლოდინები თანამიმდევრული იყოს.
§     მშობლებსა და პროფესიონალებს შორის თანამშრომლობით ურთიერთობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბავშვის კეთილდღების გაუმჯობესებაში.
ოჯახის ჩართულობას პოზიტიური ზეგავლენა აქვს ყველა მონაწილე მხარეზებავშვებზე, მშობლებზე, მასწავლებლებზე,


კვლევის მიზანი და ამოცანები
კვლევის მიზანია დავადგინოთ:
რა როლს ასრულებს მშობელი ბავშვის განათლებასა და განვითარებაში; რა ფაქტორები განსაზღვრავს მშობლის სასწავლო პროცესში ჩართულობას დაპირიქით, რა ფაქტორები უშლის ხელს მშობელს - იყოს ჩართული შვილის სასწავლო პროცესში. ასევე განვსაზღვროთ ინტერვენციები, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული მშობელი სასწავლო პროცესში და შევაფასოთ დაგეგმილი ინტერვენციების ეფექტურობა. პრაქტიკული  ვლევის ფარგლებში გამოყენებულია კვლევის როგორც თვისებრივი, ისე - რაოდენობრივი მეთოდები. საბაზო საფეხურის მოსწავლეებს დაურიგდათ კითხვარები - უშუალოდ მოსწავლისთვის და მისი მშობლისთვის (ან მეურვისთვის) განკუთვნილი. გამოიკითხა, ასევე, რამდენიმე პედაგოგი.

კვლევის სანდოობა

კვლევის შედეგების სანდოობაში ეჭვის შეტანის თავიდან ასაცილებლად გამოვიყენე როგორც პირდაპირი ინტერვიუ, ასევე ჩაღრმავებული და ანკეტირება. ჩემი კვლევის პროცესში საკვლევი პრობლემის შესწავლა განხორციელდა სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კერძოდ პედაგოგებთან განხორციელებული ინტერვიუები, ფოკუს ჯგუფები მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან, ანკეტირება. გარდა ამისა მოვახდინე მეორადი მონაცემების ანალიზი.


რატომ არის მშობელთა ჩართვა რთული?
ხშირად მშობელთა ჩართულობა მასწავლებლისთვის რთულად მისაღწევი მისიაა. ამ გამოწვევის მთავარ მიზეზად როგორც წესი მშობელთა დაკავებულობა, უდროობა ან ბავშვთა განათლების მიმართ მათი ინტერესის ნაკლებობა მიიჩნევა. თუმცა, ხშირად უგულებელყოფილია ყველაზე მთავარი დაბრკოლებამეორე მხარის მიმართ არსებული მოლოდინები და დამოკიდებულებები.


ლიტერატურის მიმოხილვა
კვლევაზე მუშაობისას, პრობლემის უკეთესად შესწავლისა და სამუშაოს სწორად წარმართვისათვის დამჭირდა ლიტერატურის გაცნობა.

პრობლემის იდენტიფიცირების შემდგომ, კვლევის დაწყებამდე, გადავწყვიტე
გავცნობოდი სათანადო ლიტერატურას. გავეცანი . უზნაძისა და ლევ ვიგოტსკის
ნაშრომებს. ასევე აწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) -ის ნაშრომს:“აქტივობის კრებული მშობლებისათვის“
კოგნიტური განვითარების სოციო-კულტურულ თეორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს უახლოესი განვითარების ზონის ცნებას.განვითარების ყველა საფეხურზე არსებობს პრობლემა, რომლის გადაწყვეტასაც ბავშვი დამოუკიდებლად ახერხებს.ზოგი პრობლემის გადაწყვეტისას მოზარდს სჭირდება უფროსის დახმარება, მინიშნება, დეტალების ან თანმიმდევრობის და გამოცდილების წაქეზება(ლევ ვიგოცკი)



კვლევის მიზანია დავადგინოთ, რა როლს ასრულებს მშობელი ბავშვის განათლებასა და განვითარებაში; რა ფაქტორები განსაზღვრავს მშობლის სასწავლო პროცესში ჩართულობას და პირიქით, რა ფაქტორები უშლის ხელს მშობელს - იყოს ჩართული შვილის სასწავლო პროცესში. ასევე განვსაზღვროთ ინტერვენციები, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული მშობელი სასწავლო  პროცესში და შევაფასოთ დაგეგმილი ინტერვენციების  ეფექტურობა. პრაქტიკული კვლევის ფარგლებში გამოყენებულია კვლევის როგორც თვისებრივი, ისე - რაოდენობრივი მეთოდები.
ზოგადი განათლების სისტემისათვის უმთავრესი, ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი - „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიგულისხმობს მოსწავლეთათვის არა მხოლოდ დეკლარაციული ცოდნის გადაცემას, არამედ მოსწავლეებისათვის უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას. ამ დოკუმენტის გათვალისწინებით მომზადებული ეროვნული სასწავლო გეგმა (ესგ) ორიენტირებულია მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებაზე და მისთვის შესაბამისი ცოდნის მიცემაზე.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დამრიგებელი ვალდებულია:
Ø  გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
Ø  დაეხმაროს მოსწავლს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლმის გადაჭრაში;
Ø  იყოს შუამავალი მოსწავლს, მშობლსა და მასწავლებეს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
Ø  რეგულარულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ  სხვისი თანდასწრებით  საუბარი;
Ø  საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
Ø  გაიგოს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი
დამრიგებელი ვერ შეასრულებს აღნიშნულ ვალდებეულებებს თუ მშობლის მხრიდანაც არ იქნა მუდმივი მზაობა და კონტაქტი პედაგოგთან

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ეტაპები
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა შეგვიძლია შემდეგ ფაზებად დავყოთ:
1.კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა/საკვლევი თემის შერჩევა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება;
2.კვლევის პროცესის დოკუმენტირებაკვლევის დღიურის წარმოება;
3.საკითხთან დაკავშირებული არსებული კვლევებისა და ლიტერატურის შესწავლა და ანალიზი;
4.კვლევის მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა (სხვა კოლეგებისთვის გაცნობა ან მეთოდის მოსინჯვა მცირე შერჩევაზესაპილოტე კვლევა);
5.მონაცემთა შეგროვება;
6.მონაცემთა ანალიზი, რომელიც კვლევის ყველაზე საინტერესო და ამავე დროს ყველაზე რთული საფეხურია;
7.მოქმედების სტრატეგიის შემუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა, რაც აუცილებლად ყველა პრობლემის გადაჭრას კი არ ნიშნავს, არამედ ძიებას, გამოცდილების შეძენას, რაღაცის გაუმჯობესებას და კვლევის პროცესის ახალ ფაზაში გადასვლას;
8.მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია, რაც შეიძლება განხორციელდეს კვლევის ანგარიშის შექმნით და კათედრის სხდომასა თუ სემინარზე მისი განხილვით, კონფერენციაზე წარდგენით, პუბლიკაციით და ა..
კარგად შევისწავლე  მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი.კერძოდ ჩემს საკვლევ საკითხთან დაკავშირებული

მუხლი 5. მშობლებთან ურთიერთობა

1. მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და, საჭიროების შემთხვევაში, აწყობს მასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს.
2. მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და თავაზიანია მასთან ურთიერთობისას.
3. ყოველი სასწავლო ტრიმესტრის დასაწყისში მასწავლებელი განმარტებებს აძლევს მშობლებს სასწავლო გეგმისა და მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდების შესახებ.
4. მასწავლებელი, მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, მშობელს დროულად და ინდივიდუალურად აწვდის ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ.
5. მასწავლებელს, თუ ის კლასის დამრიგებელია, აქვს ყველა მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად შეძლოს მშობელთან დაკავშირება.
6. მასწავლებელი ატყობინებს მშობელს მოსწავლის დისციპლინური დარღვევის შესახებ და ხელს უწყობს მის ჩართვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ დისციპლინურ წარმოებაში.
7. მასწავლებელი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს მშობლის ინფორმირებას, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა სკოლაში, ან მის ჯანმრთელობას და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა.



საკვლევი  საკითხების შესაბამისობა  კვლევის   მიზნებთან

გარდამავალი ასაკის მთავარ სირთულედ მიიჩნევენ კონფლიქტს მშობლებთან და სხვა უფროსებთან, რომელიც მოზარდთა დამოუკიდებლობისა და ავტონომიისკენ სწრაფვას ეწინააღმდეგება. როგორც ირკვევა, არც მოზარდთა ემოციური გაუწონასწორებლობა და არც უფროსებთან კონფლიქტი არ წარმოადგენს განვითარების აუცილებელ ატრიბუტს. მოზარდთა დიდი ნაწილი მოზრდილებთან მშვიდობიან და კეთილგანწყობილ ურთიერთობას ინარჩუნებს.

ავტონომიის განსაზღვრებაში ძირითადი აქცენტი კეთდება უფროსების ზეგავლენიდან გათავისუფლებაზე, მაგრამ შეუძლებელია, რომ გარდამავალ ასაკში ადამიანი არ იყოს მათზე დამოკიდებული. სრული თავისუფლება არც მოზარდებისთვის არის სასურველი, რადგან მათ აფრთხობთ ის პასუხისმგებლობა, რაც თან ახლავს დამოუკიდებლობას. ამასთანავე, მოზარდები ეკონომიურადაც მშობლებზე არიან დამოკიდებულნი. ამიტომ, უფრო სწორი იქნება, თუ ავტონომიას განვიხილავთ, როგორც თვითრეგულაციას. ამ თვალსაზრისით, დამოუკიდებლობა გულისხმობს საკუთარი დასკვნების გაკეთებასა და საკუთარი ქცევის რეგულაციას. სწორედ ამას სწავლობენ მოზარდები. ისინი ოჯახსა თუ სკოლაში შეთვისებული წესების, საზღვრებისა და ღირებულებების გადაფასებას და გადასინჯვას ახდენენ. ამ პროცესში, ზოგჯერ წინააღმდეგობებს აწყდებიან უფროსების მხრიდან და ეს იწვევს კონფლიქტს. ხშირია ოჯახური უთანხმოებები, მაგრამ ამ კონფლიქტებს დადებითი მხარეც აქვს: მოზარდი უსაფრთხო, ოჯახურ გარემოში ცდის, რა სახის დამოუკიდებლობა შეუძლია მოიპოვოს, რამდენად შეუძლია საკუთარი მოსაზრებების დაცვა. ოჯახის ცხოვრების ამ ეტაპს მეცნიერები აფასებენ, როგორც მშობლებსა და შვილებს შორის ახალ ურთიერთობებზე გადასვლის პერიოდს. არის ოჯახები, სადაც ეს გადასვლა უკონფლიქტოდ ხდება, რადგან მშობლები არ უპირისპირდებიან მოზარდის დამოუკიდებლობის მოთხოვნილებას. პირიქით, აძლევენ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას, მხარს უჭერენ, ეხმარებიან და ანუგეშებენ რთულ სიტუაციებში. ასეთ პირობებში გაზრდილი ადამიანი უფრო თავდაჯერებულია და უკეთაა მომზადებული დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ხშირად ასეც ხდება, რომ მოზრდილებიც მონაწილეობენ გადაფასების პროცესში, მინიმუმადე დაჰყავთკონფლიქტის ზონებიდა ეხმარებიან მოზარდებს დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებასა და საკუთარი ქცევების მართვის უნარის გავარჯიშებაში. ეს საკუთარ ცხოვრებაზე
პასუხისმგებლობის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მოზარდები თანდათან სწავლობენ პიროვნულ დამოუკიდებლობის შეთავსებას იმ მოვალეობებთან და ვალდებულებებთან, რომლებიც ყველა ნორმალური ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენს. აბსტრაქტული აზროვნების ჩამოყალიბება საკუთარი აზროვნების პროცესის ანალიზის საშუალებას იძლევა. იწყება თვითშემეცნების რთული პროცესი, პასუხის ძიება კითხვებზე: “ვინ ვარ?”, “როგორი ვარ?” გამუდმებული დაკვირვება საკუთარ თავზე და იდეალთან შედარება. პარალელურად მოზარდები სხვათა შეცნობას, სხვების აზრის წვდომას ცდილობენ. საკუთარი ცვლილებების მიმართ გაძლიერებული ყურადღება იწვევს მოზარდების გარკვეულ ეგოცენტრიზმს. მათ მიაჩნიათ, რომ მათი ქცევა ისევე საინტერესოა ირგვლივ მყოფთათვის, როგორც მათთვის. მოზარდებს პატარებზე მეტად აინტერესებთ, რას ფიქრობენ მათზე სხვები - ისინი, თითქოს, წარმოსახვითი აუდიტორიის წინაშე დგანან. 15-16 წლის ასაკისთვის ასეთი ეგოცენრიზმი იკლებს; მოზარდები თანდათან ხვდებიან, რომ გარშემომყოფები არ არიან ასე დაინტერესებული მათი პიროვნებით, და არც ისეთი უნიკალური და განსაკუთრებულები არიან, რომ საყოველთაო ყურადღებას იმსახურებდნენ. პიროვნული დამოუკიდებლობა, პირველ რიგში, იდენტობის ჩამოყალიბებასთან არის დაკავშირებული. იდენტობის ჩამოყალიბება, ანუ თვითგამორკვევა, ხანგრძლივი, რთული და ზოგჯერ არცთუ ისე უმტკივნეულო პროცესია. მოზარდის წინაშე რთული ამოცანა დგება: შეკრიბოს და გააერთიანოს ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ (როგორი შვილი, და ან ძმა, მოსწავლე, სპორტსმენი ვარ) და მოახდინოს ამ მრავალრიცხვოვანიმე”- ხატების ინტეგრაცია პიროვნულ იდენტურობაში. გარდამავალ პერიოდში განსაკუთრებით იზრდება თანატოლთა ჯგუფების მნიშვნელობა. ფიზიკური, ემოციური და სოციალური ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად მათ თანაგრძნობა და მხარდაჭერა ესაჭიროებათ.
სწორედ  ამ  დროს მშობლის და პედაგოგის თანამშრომლობით  და  შეთანხმებული მოქმედებით შეიძლება აღმოვუჩინოთ მოსწავლეს    დახმარება  პიროვნული დამოუკიდებლობის    ჩამოყალიბების  და   თვითგამორკვევის პროცესში.


კვლევა დამეხმარება

 გავიზარდო პროფესიული თვალსაზრისით, გავამდიდრო ჩემი პედაგოგიური გამოცდილება და საჭიროების შემთხვევაში გავუზიარო ჩემს კოლეგებსაც, მივიღო ეფექტური უკუკავშირი. კვლევის პროცესი საინტერესოს და ნაყოფიერს გახდის ჩემს ყოველდღიურ პედაგოგიურ პრაქტიკას, კიდევ უფრო მეტ ცოდნასა და გამოცდილებას მივიღებ ლებთან თანამშრომლობისას, დავხვეწავ  ლებთან კომუნიკაციის საკუთარ უნარ-ჩვევებს. აღნიშნული კვლევა წარმატებულს გახდის ჩემს პედაგოგიურ მოღვაწეობას და დამეხმარება გავიდე იმ შედეგებზე რაც გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.
 აღნიშნული კვლევა ჩემი აზრით, მოკრძალებულ წვლილს შეიტანს ჩემი სკოლის სასწავლო პროცესის სრულყოფაშიც. თითოეული მოსწავლის შემობრუნება სასწავლო პროცესის მიმართ, თითოეულ მოსწავლეში ღირსებისა და სრულფასოვნების გრძნობის ჩამოყალიბება,მათი მშობლების  თანამშრომლობითი უნარებით აღჭურვა, ვფიქრობ კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი იქნება იმისათვის, რომ  ჩემმა სკოლამ ღირსეული შევსება აღუზარდოს ქვეყანას.
პრობლემის იდენტიფიცირების შემდგომ, კვლევის დაწყებამდე, გადავწყვიტე
გავცნობოდი სათანადო ლიტერატურას. გავეცანი . უზნაძისა და ლევ ვიგოტსკის
ნაშრომებს. ასევე რევაზ ანთაძის ფსიქოლოგიურ ნაშრომებს.





ვლევის მეთოდები

      კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით გამოვიყენე  მონაცემთა შეგროვების როგორც რაოდენობრივი (დახურული და ღია ანკეტირება) ასევე თვისობრივი მეთოდები (ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი, ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება)
    კითხვარები მომზადდა IX  კლასის 19  მოსწავლისა და მათი მშობლისათვის, ასევე გამოიკითხა 10  მასწავლებელი, რომელიც ასწავლის IX კლასს თუმცა  შევსებული კითხვარები დაგვიბრუნა  17  მოსწავლემ და 15  მშობელმა.
 მიღებული კითხვარები ზოგად წარმოდგენას გვიქმნის საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა დაბალი ჩართულობის გამომწვევი ფაქტორების შესახებ, მშობლების დამოკიდებულებებისა და ინტერესების შესახებ, გავარკვიეთ რამდენად ეფექტურად იყენებენ მასწავლებლები  მშობელთა ჩართთულობისათვის  მოტივაციის ამაღლების სტრატეგიებს.

        ფოკუს ჯგუფი ჩატარდა IX  კლასის   მოსწავლეთა 9  მშობელთან. აღწერითი დაკვირვების საშუალებით, გამოიკვეთნენ კონკრეტული ლები, რომლებსაც აშკარად სუსტად ქონდათ განვითარებული თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები. აღნიშნულ ბლებზე ჩავატარე ფოკუსირებული დაკვირვება. დაკვირვების მიზანი იყო, გამერკვია ბელთა კონკრეტული საჭიროებები, თანამშრომლობის უნარებთან დაკავშირებით.
ფოკუს-ჯგუფიდან გამომდინარე ინტერვიუ ჩავწერეთ სკოლის დირექტორთან და  საგნების  მასწავლებლებთან.     

კვლევის მეთოდების განსაზღვრისას  ჯერ გავარკვიოთ რას  ნიშნავს   მშობლისთვის  და სკოლისთვის  ჩართულობა.

მშობლებისთვისმშობლის  ჩართულობაშეიძლება გულისხმობდეს:
შეძლებისდაგვარად  მეტ სასკოლო ღონისძიებაზე დასწრებას;
 ბავშვის მიერ კარგად შესრულებული სამუშაოს წახალისებასა და ქებას მშობლის მხრიდან;
სკოლისთვის რეალური მოთხოვნების დასახვას;
მასწავლებლებთან რეგულარულ ეხვედრებსა და მათი  შვილის პროგრესის განხილვას;
საშინაო დავალების შესრულებაში მოსწავლის დახმარებას;

დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის მშობლების ჩართვა სასკოლო ხოვრებაში ნიშნავს:
 მშობლების უზრუნველყოფას შესაბამისი ინფორმაციით მათი შვილების პროგრესის შესახებ;
მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას სკოლის ღონისძიებების თაობაზე;
რეგულარული შეხვედრების ორგანიზებას მოსწავლეების პროგრესის განხილვის მიზნით.

მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობა სკოლის ცხოვრებაში
მშობლების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისთვის. როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. კვლევების თანახმად, მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგებს აღწევენ: იღებენ უკეთეს ნიშნებს, აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალებები, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილი არიან სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა.
 მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებაზეც. სასწავლო პროცესში მშობელთა აქტიურობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს მის განვითარებას.

სტატისტიკური მონაცემებით, თუ მშობლებს არ აქვთ ურთიერთობა მასწავლებლებთან ან არ არიან დაინტერესებული სკოლაში მიმდინარე მოვლენებით, მათი შვილების აკადემიური მოსწრება სხვა ბავშვებისაზე უფრო დაბალია;

როდესაც მშობლები ჩართული არიან სკოლის ცხოვრებაში, მოსწავლეები უფრო დადებითად არიან სკოლის მიმართ განწყობილი და საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენაც მეტი აქვთ; მოსწავლეებს, რომელთა მშობლები აქტიურად არიან ჩართული სკოლის ცხოვრებაში, უკეთესი ქცევა გამოარჩევთ და მათ წინააღმდეგ გამოყენებული დისციპლინური სანქციების საშუალო მაჩვენებელიც შედარებით დაბალია; სკოლის ცხოვრებაში მონაწილე მშობლების შვილებს უფრო კარგი ურთიერთობები აქვთ როგორც მასწავლებლებთან, ასევე ოჯახის წევრებთან; განსხვავებული კულტურული გარემოდან გამოსული მოსწავლეები უფრო წარმატებით სწავლობენ, როდესაც მშობლები და მასწავლებლები ერთობლივად ცდილობენ ოჯახსა და სკოლაში არსებული კულტურული განსხვავებულობების ურთიერთშეთანხმებას.
 სარგებელი მშობლისთვის
 მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებისათვის, ასევე მშობლის უნარ-ჩვევების განვითარებისთვისაც. იცვლება მშობლის სოციალური, ემოციური მხარე და პიროვნული თვისებები. ბავშვის განათლების პროცესში მონაწილეობის შედეგად მშობელი: უფრო გამგები ხდება საკუთარი შვილის მიმართ; უფრო დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვის სოციალური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარების საჭიროებებს; ხდება უფრო მზრუნველი, ნაკლებად მკაცრი შვილის მიმართ და უფრო მეტად აფასებს შვილის იღწევებს; ხდება უფრო თავდაჯერებული და სიამოვნებით ერთვება ბავშვის განათლებისა და აღზრდის პროცესში; უფრო თავდაჯერებული არის გადაწყვეტილების მიღებისას; მეტ ყურადღებას აქცევს საკუთარი ცოდნის დონისა და უნარ-ჩვევების ამაღლებას; უფრო წარმატებით იყენებს სხვადასხვა შესაძლებლობებს საკუთარი ოჯახისა და შვილის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად; მშობლებთან ერთად მათემატიკის სწავლა შეაყვარებს მოსწავლეებს საგანს
შვილს აძლევს საშუალებას, უფრო თამამად გამოთქვას საკუთარი შეხედულებები და პრობლემები. უფრო პოზიტიურ ურთიერთობებს ამყარებს თავისი შვილის მასწავლებლებთან; უფრო სრულყოფილად ფლობს ინფორმაციას ბავშვის მდგომარეობის შესახებ და დროულად იღებს ზომებს მისი  პრობლემების მოსაგვარებლად.
სარგებელი  მასწავლებლისთვის
მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა მასწავლებელს ეხმარება, გახდეს უფრო თავდაჯერებული. მასწავლებლებს უჩნდებათ მეტი პატივისცემა საკუთარი პროფესიის მიმართ; ისინი უფრო კმაყოფილი არიან საკუთარი საქმიანობით და მისი შედეგებით. მშობელთა ჩართულობა ზრდის კომუნიკაციის ხარისხს მშობლებსა და მასწავლებლებს შორის, რაც ეხმარება პედაგოგს, სისტემატურად იღებდეს ამომწურავ ინფორმაციას ბავშვის შესახებ. მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე სასწავლო პროცესის მორგება კი მასწავლებელს სასურველ შედეგს მისცემს.
 სარგებელი სკოლისთვის
მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება ზოგადად სკოლაზეც: სკოლას მეტი მხარდაჭერა აქვს მშობლებისგან; იზრდება სკოლის იმიჯი საზოგადოებაში; სასკოლო პროგრამები, რომლებშიც მონაწილეობენ მშობლები, უფრო წარმატებულია, ვიდრე ის პროგრამები, რომლებშიც მშობლები არ მონაწილეობენ;
ნაშრომის სტრუქტურა
ნაშრომში განხილულია
v  ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მშობლისა და სკოლის მუდმივი კონტაქტის აუცილებლობა
v  საკვლევი პრობლემა და საკვლევი საკითხი
v  მუშაობის  აღწერა და მონაცემთა შეგროვების მეთოდები.
v  წარმოდგენილია მონაცემთა ანალიზი.
v  კლასში დაგეგმილ და განხორციელებულ ცვლილებები
პრობლემა და საკვლევი საკითხი
როგორც ღვნიშნეთ აქტუალურია მშობელსა და სკოლას შორის არსრულყოფილი და არაეფექტური კომუნიკაცია , ეს ხელს უშლის მასწავლებელმა დროულად მიაწოდოს ინფორმაცია აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ.საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია; მაგრამ იმის გამო რომ ეს კონტაქტი მცირეა ან საერთოდაც არაა მშობელი თითქმის არ ღებულობს მონაწილეობას შვილის სასკოლო ცხოვრებაში.
           ეს პრობლემა როგორც კლასის ხელმძღვანლის , ჩემს წინაშეც წაროიშვა ამიტომ გადავწყვიტე აღნიშნული კვლევის ჩატარება ჩემს სადამრიგებლო  IX კლასში.დაწყებითი კლასის პედაგოგთან საუბრისას აღმოჩნდა რომ როგორც წესი მშობლები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები შვილების სასკოლო ცხოვრებაში, უფრო ხშირად ინტერესდებოდნენ, როგორც მათი აკადემიური მოსწრებით ასევე დისწიპლინით,თუმცა  საბაზო საფეხურზე გადასვლისას მხოლოდ მშობლების მცირე ნაწილი ინარჩუნებს ჩვეულ ყურადღებასა და ინტერესს. კლასისი ძირითად ნაწილთან კონტაქტი მაქვს მხოლოდ ტელეფონით და მხოლოდ ჩემი ინიციატივით.
აქედან გამომდინარე ჩამოყალიბდა კვლევის მთვარი კითხვა: რა არის მიზეზი საბაზო საფეხურზე მყოფი მოსწავლეების მშობლების, პასიურობისა და დაქვეითებული ინტერესისა შვილების სასკოლო ცხოვრებისადმი.
          კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემების მიზეზების დადგენაში დამეხმარა შემდეგ  ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:
v  დაწყებით კლასებში ძირითდად ვისი (მშობლისა თუ მასწავლებლის ) ინიციატივით ხდებოდა მათი კომუნიკაცია
v  მშობლებს რამდენად უფრო დატვირთული სამუშაო რეჟიმი აქვთ ეხლა ვიდრე მაშინ ქონდათი
v  გაიზარდა თუ არა იმ მოსწავლეების რაოდენობა ვინც არ იზრდება მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ  და მათი მშობლები იმყოფებიან საზღვარგარეთ
v  ინფორმაცია მათი შვილების შესახებ გახდა უფრო ნეგატიური .
v  ისინი თვლიან რომ ბავშვი უკვე დიდია და აღარ არის აუცილებელი ხშირი კონტაქტი პედაგოგთან და თითონ ბავშვისაგან იღებენ საკმარის ინფორმაციას
მუშაობის  აღწერა და მონაცემთა შეგროვების მეთოდები.
კვლევისას ვაწარმოებდი დღიურს,რაშიც აღვნუსხავდი პროცესის ყველა ფაზას.ჩანაწერები,ჩანიშვნები,გეგმები,იდეები მეხმარებოდა პროცესის კორექტირებაში,დრო და დრო ძველის ახლით,უფრო საჭირო და მოხერხებული აქტივობით ჩანაცვლებაში.დღიური ასევე დამეხმარა  საქმის ვითარების დაწვრილებით შესწავლაში.
სკოლაში ჩემი სადამრიგებლო მე-9  კლასია.სავლევადაც ეს კლასი ავირჩიე. უპირველესდ დავინტერესდი კლსის მოსწავლეთა მშობლების სამუშაო რეჟიმით.გაირკვა,რომ მშობელთა  უმეტესობა (დედები) 53%  თითქმის ყოველდღე დაკავებული არიან სამსახურში.ხოლო იმ მოსწავლეთა მშობლები,რომლებიც საზღვარგარეთ არიან სამუშაოდ შეადგენენ 16 %-ს. ასე,რომ მშობელთა(დედების) თითქმის 70 % სრულყოფილად ან საერთოდ ვერ ჩაერთვება შვილების სასკოლო ცხოვრებაში.

კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე
·         ჩაღრმავებული ინტერვიუები,
·         ფოკუს -ჯგუფი,
·         კითხვარები.
დაკვირვებას ვაწარმოებდი ორი კვირის განმავლობაში და ვინიშნავდი დღიურში.აღწერითი დაკვირვების საშუალებით, გამოიკვეთნენ კონკრეტული
ლები, რომლებსაც აშკარად სუსტად ქონდათ განვითარებული
თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები. აღნიშნულ მბლებზე
ჩავატარე ფოკუსირებული დაკვირვება. დაკვირვების მიზანი იყო, გამერკვია
ბელთა კონკრეტული საჭიროებები, თანამშრომლობის უნარებთან დაკავშირებით.
    ფოკუს - ჯგუფი  ჩატარების მიზანი იყო მიმეღო მშობლებისაგან ინფორმაცია, რომელიც დამეხმარებოდა კითხვარის შედგენაში. ფოკუს - ჯგუფში იყო 9 მშობელი.  მონაცემთა შეგროვების აღნიშნული მეთოდის გამოყენების მიზანი იყო მშობლების დამოკიდებულების (ზოგადი ფონის) შესწავლა, რაც დაეხმარა კვლევის სწორად წარმართვასა და  კითხვარის მომზადებაში.
კითხვარი  მომზადდა ყველა მოსწავლის მშობლისა და კანონიერი მეურვისათვის.
მშობლებს უნდა ეპასუხათ შემდეგ კითხვებზე

კითხვარი 1

კითხვა
დიახ
არა
ნაწილობრივ
ვიცი ჩემი შვილის გაკვეთილების ცხრილი
პირადად  ვიცნობ მის ყველა პედაგოგს
ვატყობინებ დამრიგებელს ბავშვის სკოლაში არყოფნის მიზეზს
დამრიგებელს ვეკონტაქტები თვეში ერთხელ მაინც
დამრიგებელთნ სატელეფონო კონტაქტის ინიციატორი მე ვარ
მაქვს ზუსტი ინფორმაცია ჩემი შვილის აკადემიურიმოსწრებისა და დისწიპლინის შესახებ
ვიცნობ ჩემი შვილის ყველა თანაკლასელსა და მის უშუალო მეგობრებს სკოლაში

         კითხვარი ყველა მოსწავლეს გავატანე სახლში საიდანაც მოიტანა შევსებული 15  მოსწავლემ.
       კითხვარის შედეგები იყო შემდეგნაირი,გამოიკვეთა სამი საკითხი, რომელიც ნაკლებ პრობლემური იყო  და პირიქით  სამი საკითხი, რომელშიც ყველაზე ნაკლებ იღებდნენ მშობლები მონაწილეობას და შესაბამისად ყველაზე ნაკლებ  იყვნენ ინფირმირებულები. 
          ინტერვიუმ  მშობლებთნ მომცა საშუალება განმესაზღვრა მშობლების დამოკიდებულება დამრიგებლის, პედაგოგებისა და ზოგადად სკოლის მიმართ.ასევე მათთვის უფრო კომფორტული კომუნიკაციის საშუალებების დადგენაში
ყველაფერმა ამან მომცა ინფორმაცია თუ რამდენად იყვნენ მშობლები ინფორმირებულები საკუთარი შვილების სასკოლო ცხოვრების შესახებ და თუ  როგორი ფორმა ინფორმაციის მიღებისა იქნებოდა მათთვის უფრო მისაღები და მოხერხებული.
       აღმოჩნდა რომ მშობლების ძირითადი  ნაწილი ინფორმირებული იყო შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ და ეს ინფორმაცია მიღებული ქონდათ დამრიგებელთან სატელეფონო კონტაქტის გზით.ნაწილს არ ქონდა ინფორმაცია და მხოლოდ დამრიგებლის ინიციატივით მოხდა ამის მიწოდება.
         მშობლების აბსოლუტური უმრავლესობისათვის შვილების სასკოლო ცხოვრების  შესახებ  ინფორმაციის მიღება კომფორტული და მოსახერხებელი იყო ტელეფონით. არავის გამოუთქვამს სურვილი ინფორმაცია მიეღო ელ.ფოსტით,მხოლოდ რამდენიმე მშობელმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ რომ სკოლაში ვიზიტიც აუცილებელია სხვა მასწავლებლების ნახვის მიზნით.
გამოკითხული
მოსწავლეების მშობელთა პასუხები  კითხვაზე:

„კომუნიკაციის რომელ ფორმას ანიჭებთ უპირატესობას?“ პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა:
სმს შეტყობინება---23 %
სატელეფონო ზარი----41 %
პირისპირ შეხვედრა---   25 %
სკოლის ვებ-გვერდი---11 %






ხოლო პასუხი კითხვაზე:
რა სახით ხათ ჩართული სასკოლო ცხოვრებაში?----60% -მა დაასახელა დამრიგებელთნ სატელეფონო საუბარი ან სმს შეტყობინება და სხვა მშობლებთან საუბარი სკოლის შესახებ. 40 %-ს პასუხისაგან თავი შეიკავა.

ხოლო პასუხი კითხვაზე:
რატომ  არ ხართ აქტიურად  ჩართული სასკოლო ცხოვრებაში?----
იყო ერთგვაროვანი: სამსახურის გამო.






კითხვარი მშობელთათვის

რა ფორმით ხართ ჩართული სასკოლო ცხოვრებაში?

ა) ვმონაწილეობ სასკოლო აქტივობებში და ღონისძიებებში.
ბ)თვალყურს ვადევნებ შვილის  გაკვეთილების მომზადებას.
გ)ვკონტაქტობ სხვა მშობლებთან სკოლის საკითხზე.
დ) რეგულარულად ვესაუბრები პედაგოგებს.

გამოკითხული
მოსწავლეების მშობელთა პასუხები  კითხვაზე: „რა ფორმით ხართ ჩართული სასკოლო ცხოვრებაში? „


 პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა:

ა)   ვმონაწილეობ სასკოლო აქტივობებში და ღონისძიებებში -- 12%
ბ)  თვალყურს ვადევნებ შვილის  გაკვეთილების მომზადებას -- 24 %
გ)   ვკონტაქტობ სხვა მშობლებთან სკოლის საკითხზე -- 35%
დ)  რეგულარულად ვესაუბრები პედაგოგებს -- 29%







არსებობს მშობელთა ჩართულობის ორი მსხვილი კატეგორია: მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და მათი ჩართულობა სახლში – ინდივიდუალურ დახმარებაში.
მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში გულისხმობს, მშობლის მხრიდან მასწავლებელთან მოსწავლის მიღწევებისა და ქცევების განხილვას, სრულუფლებიანად ჩართვას ბავშვის განათლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, სასკოლო გეგმით გათალისწინებული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღებას, ამ უკანასკნელზე დასწრებას, სკოლისათვის გარკვეული მოთხოვნების დასახვას, სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას სხვადასხვა საკითხების გადაჭრის მიზნით, მშობელთა კომიტეტთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანამშრომლობასა და გარკვეულ დონეზე სკოლის მართვაში ჩართულობას, მათ შორის მის მონაწილეობას სასკოლო სასწავლო დოკუმენტაციის (შინაგანაწესის, რეგულაციების, შეფასების სისტემა/კრიტერიუმების) განხილვასა და ცვლილებების შეტანაში.
ჩართულობა სახლში გულისხმობს ბავშვთან სასკოლო ცხოვრების ყოველდღიურად განხილვას, პერიოდულად საშინაო დავალების შესრულებაში დახმარებასა და საჭიროების შეთხვევაში კერძო რეპეტიტორის მომსახურების უზრუნველყოფას, ბავშვის დახმარებას დროის სწორედ გადანაწილებასა და წიგნიერების ამაღლებაში. 
მშობლის ჩართულობის ამაღლებაში ძალიან დიდი როლი აქვს მასწავლებელს, რაშიც იგულისხმება მშობლისა და მასწავლებლის ერთობლივ ძალისხმევა, რაც დაეხმარება მოსწავლეს უკეთესად ჩაებას სასკოლო პროცესში.
ხშირ შემთხვევაში, მშობლების მხრიდან „მშობელთა ჩართულობის“ განმარტების არასწორად მიწოდება/გაგება იწვევს გაურკვეველ მდომარეობას და მასწავლებელსა და მშობელს შორის არსებული „ოქროს შუალედი“ დარღვევას.
        რა თქმა უნდა  ჩემს სადამიგებლო კლასის მოსწავლეთა მშობლების ჩართულობას სახლში წინა წლებშიც ვადევნებდი თვალყურს.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა იზრუნოს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის სემინარების გზით, მშობელთა და მასწავლებელთა ინფორმირებულობა იმის შესახებ თუ რას ნიშნავს მშობელთა ჩართულობა და რა გავლენას ახდენს ის მოსწავლის წარმატებაზე.ხშირად ჩამიტარებია საუბრები მათთან ამ თემაზე.ახლა კი  მშობლებისთვის შევადგინე კითხვარი:

რამდენად აქტიურად ხართ ჩართული თქვენი შვილის სწავლა-აღზრდაში სახლის პირობებში?
ა)  აქტიურად
ბ) ნაკლებად
გ) დაინტერესებული ვარ
დ) გულგრილები არიან (არ უპასუხეს)












დიაგრამიდან ჩანს მშობელთა თითქმის ნახევარი არანაირ ინიციატივას არ იჩენს სახლის პირობებშიც კი შვილის სასწავლო პროცესებისადმი, ან მხოლოდ ზედაპირული რჩევა-დარიგებებით შემოისაზრვრება.


კითხვარი მშობლებს და პედაგოგებს:

„ არის თუ არა მშობლებს და პედაგოგებს შორის ურთიერთობა პოზიტიური  და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული?“
ა)  დიახ         ბ)  არა         გ)   ნაწილობრივ

პასუხები მოცემულ კითხვაზე  პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა:


გრაფიკიდან ჩანს,რომ პედაგოგების და მოსწავლეთა მშობლების პასუხები  დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან.
ა) დიახ ---52 %  და 55%
ბ) არა --- 30% და 23%
გ) ნაწილობრივ  ---18% და22%
როგორც ვხედავთ  პედაგოგების და მოსწავლეთა მშობლების ნახევარზე მეტი მათ შორის ურთიერთობას პოზიტიურად თვლის.



  ( გაგრძელება მეორე ფეიჯში)


No comments:

Post a Comment